სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – „ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთი ისტორიული ამოცანა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა“
შემდეგი სტატიაორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონამდე ლარია