სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი პრიზები აღარ დაიბეგრება

საჭადრაკო ოლიმპიადებზე, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და ფესტივალებში გამარჯვებისთვის, ან საპრიზო ადგილების დაკავებისთვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდება.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება ასევე შეეხება მთავრობის დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის დაწესებულ ფულად პრიზებს.
ამგვარი საგადასახადო ინიციატივის ამოქმედებას “საგადასახდო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ამგვარი საგადასახადო შეღავათი მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ვრცელდება.
საკითხი დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს, სადაც მთავრობის ინიციატივას მიესალმნენ, მაგრამ გამოითქვა შენიშვნებიც.
კომიტეტის წევრების აზრით, კანონის შესაბამისი მუხლი სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებთან ერთად, ექიმებსა და ადმინისტრაციულ პერსონალსაც უნდა შეეხოს, ვისი ძალისხმევითაც სპორტული წარმატების მიღწევა მოხდა.

banner
წინა სტატიაში,,განგვიმარტოს სუს-მა, რას გეგმავენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო