სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ოთხი ეკლესია დაწვეს, მანამდე ასობით ინდიელი ბავშვის უცნობი საფლავი იპოვეს
შემდეგი სტატიასამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მთავარ სერჟანტებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ