სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. უწყების მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან ერთად, აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ასევე, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, სავალდებულოა ნიღბების ტარება. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. რაც შეეხება ტრენაჟორების დარბაზს, ყოველ 6 კვ.მ. ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

რეკომენდაციებში ასევე დეტალურადაა გაწერილი სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ამ ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.

რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხაიშთან, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული, 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიასაქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის