სპილომ იაპონიაში ზოოპარკის თანამშრომელი ხორთუმით სიკვდილამდე ცემა

იაპონიის ვაკაიამას პრეფექტურაში დასვენების თემატურ პარკში Adventure World, სპილომ ზოოპარკის თანამშრომელი სასიკვდილოდ სცემა – დღეს, 12 მარტს The Japan Times-ი წერს.
37 წლის მამაკაცი, ტაილანდელი ვიჩაი მადი, კოლეგასთან ერთად ვოლიერში სპილოს ბანდა. გარკვეულ მომენტში 40 წლის სპილო, რომელიც 3,5 ტონას იწონის, განერვიულდა და მამაკაცი ვოლიერის რკინის ღობეზე შემოსტყორცნა, შემდეგ კი ის ხორთუმით სცემა.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ჯერჯერობით, დაუდგენელია, რამ გამოიწვია სპილოს განერვიულება.

banner
წინა სტატიაშიირანმა ტანკ “კარარის” სერიული წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიასასამართლომ ბათუმში დაკავებული 2 არასრულწლოვანი გაათავისუფლა