22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელს 12 წლით, იურისტს კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ -12-მილიონიანი თაღლითობის საქმე

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი და იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას TVპირველი ავრცელებს.

მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფიკო პეტრიაშვილს 8 წლით.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს, ხოლო სოფიკო პეტრიაშვილი 4 თებერვალს.

ამავე საქმეზე დაკავებულია „სფერო ინვესტის“ დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძეც, რომელიც საზღვარგარეთ აიყვანეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის მშენებლობა და ოპერირების ახალი მოდელი – ეკონომიკის მინისტრის განცხადება
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინას საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეუძლია