სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება – სარჯველაძე

სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.

„ნათქვამი იყო, კარვების გაშლა იკრძალებაო, რაც სპეკულაციაა და ამას არავინ ეხება. ცვლილება ეხება იმას, როცა კარვის დადგმა არაგონივრული და არალეგიტიმურია. თუ ბარიკადები სხვის უფლებას არღვევს ან სამართალდამცველებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, ასეთ დროს სწორია, ამაზე რეაგირება შეეძლოთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ებრძვის არა კარვებსა და გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას, არამედ არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება. ის ებრძვის გარკვეული არალეგიტიმური აქტივობების რისკებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ეს ცვლილებები დაიწუნო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიციები ძალიან სუსტია, რეალურად, არგუმენტი ვერ მოვისმინეთ – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება და ქართული საზოგადოება ყველაფერს პასუხს გაცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე