„სპეცუბნები გაუქმდება” – თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა

თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

როგორც დღეს თინა ხიდაშელმა განმარტა, მოხდება ისე, რომ სპეც უბნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება გაუქმებული. თავდაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანო ამას დაამტკიცებს.

„სპეც უბნები გაუქმდება. ეს უკვე წერია კანონპროექტში და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას უცვლელად მიიღებს. უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა, კონტიგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, მათ როტაციასაც უზრუნველვყოფთ იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები,“ – განმარტა თინა ხიდაშელმა.

გამონაკლისი იქნება ავღანეთი, რადგან სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში ჩამოყვანა ვერ მოხერხდება.

„ეს ყველაფერი ერთადერთ ამოცანას ემსახურება, რომ სამწუხარო კამპანია, რომელიც სახეზე იყო ბოლო თვეების განმავლობაში ჯარისთვის ერთგვარად შეურაცხყოფის მიყენების, ეს ავლაგმოთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსის გამო სწავლა კიდევ რამდენიმე სკოლაში შეწყდა
შემდეგი სტატია“ბევრი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რაც ადასტურებს იმას, რომ მათიანი და პარტნიორი ხარ,”