სპეცრაზმმა ჩხოროწყუში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის სახლი გაჩხრიკა

14218041_1780365488915117_724461939_n“ჩხოროწყუს რაიონის სოფელ თაიაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორ აზა საჯაიას ქუთაისისა და ზუგდიდს სპეცრაზმის ათი წარმომადგენელი დაადგა და, ორდერის გარშე, სახლის ჩხრეკა მოსთხოვა,“ – ამის შესახებ „თაიმერს“ „ნაცმოძრაობის“ ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამაზ გულუამ განუცხადა.
მისივე თქმით, აზა საჯაიას სახლში 10-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი მივიდა. ისინი სახლში ორდერის გარეშე შევიდნენ და ყველაფერი გაჩხრიკეს.
„წინააღმდეგობას ნუ გვიწევთ. ვიცით, რომ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიაო, ეუბნებოდნენ სპეცრაზმელები აზა საჯაიას, რასაც ქალბატონის მხირიდან პროტესტი მოჰყვა. აღსანიშნვია, რომ სპეცრაზმის წარმომადგენელებმა ვერც იარაღი აღმოაჩინეს და ვერც „ატომური ბომბი“. ბოლოს კი, ქალბატონს უთხრეს, მისი ოჯახი დაიქცა, ვინც თქვენთან მოგვაგზავნოა. ამ აურზარში, აზა საჯაიას ძაღლმა უკბინა და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება,“ – ამბობს რამაზ გულუა და მოხმდარს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტზე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს.
შეგახსენებთ: წალენჯიხა-ჩხოროწყუს რაიონში „ნცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ქარდავაა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა ევროპარლამენტის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატთაპროგრესული ალიანსის ხელმძღვანელები
შემდეგი სტატიაცესკო-მ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა