სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა

სპეცდანიშნულების რაზმმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის შემდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა.

სპეზრაზმი მომიტინგეებს ცესკო-ს შენობასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობიდან გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ხელისუფლება გავეშებულია და ყველაფერზე მიდის
შემდეგი სტატიაშსს განცხადებას ავრცელებს