გიგი უგულავა: სპეცრაზმით თუ მოვლენ ჩვენ ამ ხელებით დავხვდებით

“ძალიან კონკრეტულად დგას საკითხი, გირაოს მელია არ გადაიხდის იმიტომ, რომ მას ამის გადახდა არ ეკუთვნის. ეს არის უკანონო ბეგარა, ეს არის გავრილოვის ხარკი, რომელსაც არც მელია და არც არავინ გადაიხდის იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გავრილოვის ვალი. თუ გავრილოვის ვალი აქვს კობახიძეს და ივანიშვილს, თვითონ გადაუხადონ! ქართული საზოგადოება გავრილოვის ხარკს არ გადაიხდის. გამოსავალი არის ერთი – ოდნავ აზრზე მოვიდნენ. მათ სამართავად ქვეყანა აბარიათ, სამწუხაროდ, მიტაცებული ძალაუფლებით, ამიტომ საქმეს მიხედონ და ეს სამარცხვინო პროცესი იურიდიულად როგორც უნდათ ისე ჩააქრონ. სხვა შემთხვევაში მოუწევთ აქ სპეცრაზმით მოსვლა. სპეცრაზმით თუ მოვლენ ჩვენ ამ ხელებით დავხვდებით, მაგრამ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე, არავინ უკან არ დაიხევს და ეს კარგად უნდა იცოდეს ყველამ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, იმ “მანქურთებმა” და “ცახესებმა”, ვინც ხელი დააჭირეს ღილაკს, უმრავლესობის დეპუტატებს ვგულისხმობ. თითოეული მათგანი სამარცხვინო ბოძზე იქნება მთელი ცხოვრება. კოლექტიური ოდიშარიები სახეში შესაფურთხებლად გაიხდით თავს და ქუჩაში გამოსვლის შეგრცხვებათ. აქამდე თავს ნუ მიიყვანთ!”-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე: როგორც ჩანს, 20 ივნისი არ დასრულებულა, დღესაც გრძელდება
შემდეგი სტატიასაზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის დასრულების შესახებ ვიდეოკონფერენცია გაიმართა