“სპეცრაზმით ხალხის დაკავება არ არის საჭირო”- გიორგი ვაშაძე მარნეულში განხორციელებულ დაკავებებზე

მარნეულის ინციდენტი ნამდვილად გამოსაძიებელია, თუმცა რამდენად სპეცრაზმი უნდა იყოს ამაში ჩართული, ეს ცალკე საგანია, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ მარნეულში განხორცილებული დაკავებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მათი ბლოკის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერები არ არიან.

„შეგიძლია ადამიანს უწყისი გაუგზავნო და დაიბარო დაკითხვაზე, არამგონია ვინმემ თქვას უარი. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციებს, შევისწავლით და უფრო დეტალურად გეტყვით ყველაფერს.
სპეცრაზმით ხალხის დაკავება საჭირო რომ არ არის, ეს ფაქტია”,- აღნიშნა ვაშაძე.

მისივე თქმით, ის რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში დამარცხდება, ილუზიაა.

შსს-მ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაში“ცივი წყალი ძალიან ბევრია და დალიონ” – პეტრიაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე
შემდეგი სტატია“არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ქართულ ოცნებას” და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”