“სპეცრაზმის შემოყვანას ძალიან უხეშად დაინახავს მთელი მსოფლიო და რუსეთი”

“ბიჭები არიან დაჭრილები… ესენი ჩვენს შვილებს არ დაინდობენ” – პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეები
დღეს, 11:59 293
პანკისის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ნაცვლად, უნდა ისაუბროს ჰესის საკითხზე და სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მათ.

“ბიჭები არიან დაჭრილები, გადაყვანილები არიან. ხელისუფლების ნაკლები კომუნიკაცია მოსახლეობასთან, არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია ეს შეკრება. ჩვენ საკმარისად დავკარგეთ ჩვენი შვილები. ესენი ჩვენს შვილებს არ დაინდობენ,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ლეილა აჭიშვილი.

იგი ასევე ამბობს, რომ იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა მაია ცქიტიშვილთან, ლევან დავითაშვილთან და ნათია თურნავასთან.​ ადგილობრივები ითხოვენ რომ მათ მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია.

“სპეცრაზმის შემოყვანას ძალიან უხეშად დაინახავს მთელი მსოფლიო და რუსეთი დაინახავს ძალიან უხეშად. -აცხადებს ლეილა აჭიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული 3 არასრულწლოვანის მდგომარეობაა
შემდეგი სტატიაპატრიარქის ექიმი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში