სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის სახლში – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის სახლთან სპეცრაზმის მობილიზების მიზეზებს განმარტავს. უწყებაში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის ოპერატიული მუშაკები მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკას ატარებენ.

უწყების ცნობით, ჩხრეკა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს ბინაში არ უშვებენ. სააკაშვილის მხარდამჭერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სპეცრაზმმა სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევა სცადა.

banner
წინა სტატიაში(video)სპეცრაზმი მობილიზებულია სააკაშვილის საცხოვრებელი კორპუსის ეზოშიც
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფება