სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ჯილდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ოჯახს მამუკა ბახტაძემ დღეს, ივანე გოლაშვილის დაბადების დღეზე გადასცა. კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ კაპიტანს 9 დეკემბერს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ივანე გოლაშვილის მეუღლეს, თამარ ხელაიასა და შვილე​ბს – მარიამს და გიორგის პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას ივანე გოლაშვილის მიერ გამოჩენილ თავდადებას და განაცხადა, რომ ასეთ გმირებით მთელი საქართველო ამაყობს.

„ვანო გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა. როგორც თქვენი ოჯახი, როგორც მარიამი და გიორგი მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს 2018 წლის პირველ აგვისტოს წარუდგინა.

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, გარდაცვალების შემდეგ ასევე დაჯილდოებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – „მამაცობისთვის“.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ არ იდგა ევროპულ გზაზე ისე მყარად, როგორც დღეს