სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბერო გაბრილე სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთ ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზემლი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და სასწრაფო ოპერაციისთვის ამზადებენ.

სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები თბილისში ? – სუს-ი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს
შემდეგი სტატიაგააკეთებს თუ არა პრემიერი სპეცოპერაციაზე განცხადებას?