სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მთავარ სამმართველოში ლიხაურის ქუჩაზე დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

banner
წინა სტატიაშიმადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ სამეცნიერო კონფერენციაში – „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ მონაწილეობა მიიღო