სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა უკვე თბილისშია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ის თელავიდან დაახლოებით 2 საათის წინ წამოიყვანეს.

მაჩალიკაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდას საძინებლის კარი შუემტვრიეს და მყისიერად, საწოლშივე ესროლეს.

banner
წინა სტატიაშიანატოლი ბიბილოვი: “დღეს ჩვენ ფაქტიურად რუსეთი ვართ”
შემდეგი სტატია„იმედს არ იძლევიან”-მალხაზ მაჩალიკაშვილი