სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 23, 2017 19:46

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს

სამგორის რაიონში ერთდროულად ორ ადგილას სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

დაკავებულია 2 პირი, ბრალდება ჯერ უცნობია, თუმცა, ორივე პირი სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული, ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. სავარაუდოდ, საუბარია გამოძალვაზე.

შინდისელი გმირების ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

წულუკიძის ქუჩაზე ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება ამოიღეს, თუმცა სამართალდამცავები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

დაკავებულის დედას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეზობლები კი დაკავებულს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. მათი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

ამ დროისთვის ორივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 23, 2017 19:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics