სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა უკრაინის 6-მა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა უკრაინის 6-მა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა განუცხადა.

“ერთი მათგანი შიმშილობდა, გუშინ მას ვთხოვე შიმშილობა შეეწყვიტა, მეგონა დავიყოლიე, მაგრამ დღეს ყველამ შიმშილობა დაიწყო. აპროტესტებენ ყველაფერს, რაც დღემდე შეემთხვათ”, – განაცხადა როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისის საქალქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

banner
წინა სტატიაში,,თუ სალომე ზურაბიშვილი ხარჯების შემცირებას გადაწყვეტს, ბიუჯეტთან ადეკვატური დამოკიდებულება იქნება”
შემდეგი სტატიანიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს