სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა. 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს აფგან მუხთარლის საქმის განხილვა გაგრძელდება
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ – ადვოკატებს მასალები გადასცეს