სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ – ადვოკატებს მასალები გადასცეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს- ამის შესახებ გუშინ, ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩოფანაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ჩოფანაშვილი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევს სერთოდ არ იცნობს და არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია. ჩოფანაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფს ბრალი ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსით უზრუნველყოფის მუხლით წაუყენეს.
„ჩვენების მიცემას არ აპირებს ამ ეტაპზე, ვიდრე საქმეს არ იცნობს. მერე თუ სურვილი ექნება, დაიკითხება“, – განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
ბრალს არ აღიარებს არც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილიც. მას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. როგორც გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსებას ან ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ედავება. მისივე თქმით, გამოძიებამ მას მასალები გადასცა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და შეიცავს გარკვეულ ჩანაწერებს. თუმცა, ადვოკატი აღნიშნული ჩანაწერების შინაარსზე ვერ საუბრობს, ვინაიდან მტკიცებულებებს ჯერ არ გაცნობია.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს. მისი პოზიციიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გორნაკაშვილი მანამდე მოწმის სახით დაკითხულია და ჩვენებები მიცემული აქვს. თუმცა, ჩვენების მიცემა არ ნიშნავს, რომ ის ბრალს აღიარებს. რა მუხლითაც აქვს წაყენებული ბრალი, იმ ქმედებას ამ ეტაპზე არ აღიარებს“, – განაცხადა ირაკლი ბენიამ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა