სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

"ვინ არის ვახტანგ გომელაური?" კვლავ პასუხგაუცემელი დარჩასახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

“ერთ-ერთი ვიცით და დანარჩენზე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, ამერიკულ მხარეს ვთხოვეთ და ისინი დანარჩენი პირების დადგენაში გვეხმარებიან”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა და სწორი თანმიმდევრობით დასრულდა. ვერსიებზე საუბრისას, გომელაურმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ეხმარება.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი დღეიდან საიას თავმჯდომარე აღარ იქნება
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს