სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეიდან დაიწყება

სპეცოპერაციის ტერიტორიაზე საგამოძიებო უწყებებმა და დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაასრულეს – ამის შესახებ კახა კალაძემ facebook-ზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დღეიდან კორპუსს მერიის ლაბორატორია შეამოწმებს – დაადგენს, რამდენად შეესაბამება უსაფრთხოების ნორმებს. ავარიულობის შემთხვევაში, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, შემოწმების შემდეგ დაიწყება.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. მინდა, დავამშვიდო ისინი – თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლემები ძალიან მალე მოგვარდება. საცხოვრებელი ფართები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოვაწესრიგებთ ყველაფერს. კორპუსს პირველადი სახე მიეცემა”, – ამბობს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში“ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები!”
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს