სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან, სადაც სპეცოპერაცია გრძელდება, სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანებში შესაძლოა, რამდენიმე დაჭრილი პირი იყოს მოთავსებული. ინფორმაციის გადამოწმება ოფიციალურ უწყებებში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილზე ვითარება კვლავ უცვლელია. პერიოდულად სპეცოპერაციის ადგილზე ისმის ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა.

ერთ-ერთ ბინაში კვლავ გრძელდება გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიკორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლის და აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიადაჭრილი სპეცრაზმელი კლინიკაში გარდაიცვალა