სპეცოპერაციები რუსეთში – სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში სპეცოპერაციები ჩატარდა

A member of the Brazilian elite military police unit BOPE is followed by members of the French GIGN special forces, during the simulation of a hostage rescue operation, at their headquarters in Rio de Janeiro, Brazil, on June 25, 2015. AFP PHOTO / CHRISTOPHE SIMON

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა, ბოლო მონაცემებით, 4 მებრძოლი მოკლეს.

სპეცრაზმელებმა საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს, დილიდან მოაქციეს ალყაში. ადგილზე ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმაც.

გამოძიების ცნობით, მებრძოლები, რომლებიც ყაბარდო ბალყარეთიდან იყვნენ, სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის დროს მოკლეს. სპეცრაზმელების მხრიდან არავინ დაშავებულა.

პარალელურად თავდასხმა მოხდა მოსკოვის გარეუბანში, საგუშაგოზე. ორმა შეიარაღებულმა პირმა ერთი სამართალდამცველი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. ორივე თავდამსხმელი დაკავების ოპერაციას ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელების ინიციატივას თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაავტოავარია ჭუბერში – ადგილზე 30-მდე მაშველი და მყვინთავია მობილიზებული