სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი

არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი დააკავეს. საქმე ეხება საპყრობილეში პატიმრებისთვის მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტს.სპეცოპერაცია თბილისში ორი კვირის წინ ჩატარდა, თუმცა მისი დეტალები არ გახმაურებულა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აცხადებენ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვი​ს აკრძალული საგნის – მობილური ტელეფონის – გადაცემისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე გამოძიება,. 2019 წლის 22 თებერვლიდან მიმდინარეობს.

#8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი გ.ჩ. კი იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 13 მარტს დააკავა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიიძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არსებულ უზუსტობებს არასამთავრობოებს უკავშირებს