სპეცოპერაცია სამეგრელოში – სუს-მა მარტვილის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი თაღლითობისთვის დააკავა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 3, 2018 23:01

სპეცოპერაცია სამეგრელოში – სუს-მა მარტვილის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი თაღლითობისთვის დააკავა

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოსი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგაც დაკავებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია. წულაიას ბრალი სსკ-ს 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას გულისხმობს.
ამასთან, „თაიმერის„ ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ყოფილი შემადგენლობა: თავმჯდომარე გოჩა ხურცილავა (მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი); როლანდ წულაია (მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი); ვაჟა გეგია (ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი); გოგი ძარია (ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი); ამბროსი ჭყონია (საკრებულოს ყოფილი წევრი); ჯონი ჯელია (საკრებულოს ყოფილი წევრი).
როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, ამ ადამიანებს საპროცესო გარიგებას შესთავაზებენ და გირაოს – 5-5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
ამასთან, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა კეკელია. მათ წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ გირაო აქვთ შეფარდებული. სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული.

სხვათა შორის, ახლახანს, მარტვილში გამართულ „ქართული ოცნების საოლქო კონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე გრიგალავა აირჩიეს. როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, გრიგალავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, შონიას და პრემიერ კვირიკაშვილის კადრია. ამასთან, წყარო ვარაუდობს, რომ გრიგალავას ორგანიზაციის ხელმძვანელად დანიშვნით, შონია- კვირიკაშვილმა ვირეშმაკული სვლა გააკეთეს და სუს-ს კორუფციასთან ბრძოლაში ხელს უშლიან.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 3, 2018 23:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics