სპეცოპერაცია სალოსის გამზირზე – მერიის ლაბორატორიამ ბინების შეფასება ჯერ ვერ შეძლო

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დასრულებიდან 72 საათის შემდეგაც, ოფიციალური პირები ისევ დუმილს ინარჩუნებენ.

მე-10 კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან, რადგან სპეცოპერაციის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის გამო, თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის ლაბორატორიამ საცხოვრებელი სახლების დათვალიერება და შეფასება დღეს ვერ შეძლო. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისინი ბინებს შეაფასებენ.

ადგილობრივები კი სახლში დაბრუნებას ელოდებოდნენ.

„მოვიდნენ, ნება დაგვრთონ, რომ ტანსაცმელი ავიღო და გავიტანო. მუშაობს კომისიაო,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, კიაზო მოდებაძემ , რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად დროებით სასტუმროში ცხოვრობს.

გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსი, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, ავარიულია.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე – ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი – სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც