სპეცოპერაცია ფონიჭალასა და ყარაჯალაში-შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან, სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა. საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი,”იარაღი, “ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატი “სუბოტექსი” და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.

„ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს,”-განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრება – კობახიძის შემდეგ კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც აკრიტიკებს
შემდეგი სტატია,, ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ”