სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ – “პირველებმა” ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ მძიმე დანაშაულის ბრალდებით ათამდე ქალია დაკავებული, რომელთა სახელბიდანაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. არსებობს ამის ოპერატიული მასალაც. ნარკოტიკების გადამყიდველებზე, ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია ე.წ. დამდებების მეშვეობით გავიდა.
ირკვევა, რომ კურიერებმა ვისაც სასიკვდილო წამლები, მისამართებზე მიაქვთ, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლების სანაცვლოდ მიაწოდეს.
დიდი რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩნეს და გუშინ შეეფარდა პატიმრობა. 13 გრამის გასაღებას ედავებიან. თვითონ მივიდა და მერე ამან გადასცა თავის მეგობარს. მისმა მეგობრმა, ნუ ნაცნობმა, მეგობარს ვერ დავარქმევთ ჩაუშვა. ერთი თვის შემდეგ დააკავეს”- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
დაკავებულებიდან უმეტესობა ბრალს არ აღიარებს.
ედავებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას- გასაღებას. რეალიზატორი არ იყო, არ აღიარებს ბრალს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტკიცებულება აქვთ, ფაქტზე არ დაუკავებიათ. დაკავების საფუძველი გახდა ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება პირადი ინტერესის გამო, რაშიც მე ეჭვი მეპარება, რომ პირადი ინტერესის გამო ითანამშრომლა პოლიციასთან. როგორც გავიგეთ, ეს ჩამშვებიც არის მომხმარებელი”, – ამბობს ადვოკატი
გომელაურის უწყება იტყობინება, რომ სამ თვეში 270 ადამიანია დაკავებული. ბრალდულთა ნაწილი უკვე ციხეშია, ნაწილი ბრალის წარდგენას ელოდება. მძიმე დანაშაულში მხილებულები არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.