სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – დააკავეს რეგულირების სააგენტოს უფროსი

სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში –  სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს.
დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე.

ჩხრეკის შედეგად უსაფრთხოების სამსახურმა ათობით კილოგრამი აკრძალული ფსიქოტროპული აბები ამოიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხელბორკილები დღეს დილით საკუთარ კაბინეტებში დაადეს.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გია თვალავაძე 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : ვანო მერაბიშვილის მიმართ რაიმე განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი EYP Georgia-ს ღონიძიებას დაესწრო