სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება -ომბუდსმენი
შემდეგი სტატია„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს