სპეციალური წარმომადგენელი არის აპრობირებული პრაქტიკა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის ინიციატივას განმარტავს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ეხება.

მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც არ აკნინებს არც ელჩის და არც საგარეო უწყების მუშაობას.

„ჩვენ შეიძლება, ვილაპარაკოთ, რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური გზა. სპეციალური წარმომადგენელი არის აპრობირებული პრაქტიკა. როდესაც რაღაც საკითხი აქვთ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ინიშნება თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი. საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, უკრაინის საკითხი, რომელზედაც დაინიშნა სულ ახლახანს სპეციალური წარმომადგენელი. თუ გავიხსენებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები ბაქო- თბილისი -ჯეიჰანის, ბაქო- თბილისი – ერზერუმის პროექტებზე, არსებობდა კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ზღვის საკითხებში, რომელიც გვეხმარებოდა იმაში, რომ ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. ეს არ არის რაღაცა სიახლე, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად იციან დიპლომატებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა. ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს, საუბარია დამატებითი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მათ გაუადვილებს მუშაობას“,-განმარტა თენგიზ ფახალაძემ.

 

რა ინიციატივით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს?

banner
წინა სტატიაშიე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება
შემდეგი სტატიაცესკო ამომრჩევლებს მიმართავს