სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ბათუმში მათ გადამღებ ჯგუფს წუხელ თავს დაესხნენ და ოპერატორი ცემეს. მათივე ცნობით, ინციდენტი 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი განიხილავს უკრაინაში კიდევ ოთხი Himars MLRS გაგზავნას
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ