სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარ ინციდენტის დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას შეხვდება და ინციდენტისას პოლიციელის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გაესაუბრება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

„შეტყობინებაზე, რითაც სახალხო დამცველმა მოგვმართა, მოხდება რეაგირება და გამომძიებელი დაკავებულს შეხვდება“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი ფრეიზერის ინსტიტუტის ანგარიშზე – ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, „მიუკერძოებელი სასამართლოს“ კატეგორიაში – 4 წევრსა და ყველა კანდიდატ ქვეყანას
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს