სპეციალურად SOLO მომხმარებლებს – ზურა შევარდნაძის მასტერკლასი გარდენიაში

SOLO მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებულ მორიგ შეთავაზებას უკეთებს. 17 აპრილს, SOLO მომხმარებლებს გარდენიაში დეკორატიული მცენარეების ულამაზეს სათბურში გიწვევთ, სადაც მებაღე ზურა შევარდნაძე მთელი დღის განმავლობაში საინტერესო მასტერკლასებით გიმასპინძლებთ.

თქვენ შეძლებთ იმუშაოთ მცენარეებთან, ულამაზეს გარემოში დააგემოვნოთ ზურა შევარდნაძის მიერ მომზადებული უგემრიელესი სადილი, განიტვირთოთ და მიიღოთ რჩევები − როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი მცენარე თქვენი ოთახისთვის, ბაღისა და აივნისთვის, რა უნდა გაითვალისწინოთ ქოთნისა და ბაღის მცენარეების ნიადაგის შერჩევისას და როგორ მოუაროთ მათ მთელი წლის განმავლობაში. ასევე, მიიღებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. განრიგის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/37QEEBC

შეგახსენებთ, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე − hobby@solo.ge ან მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: რაც ახლა უკრაინაში ხდება – გენოციდია
შემდეგი სტატიარუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის მზადებას ასრულებს – ესტონეთის დაზვერვა