სპეციალურად “პიჯაკების საქმეზე” ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე საკუთარ პროცეს დისტანციურად კლინიკა “ვივა მედიდან” ერთვება. მან თქვა, რომ სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებაა და წესით მას არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესეც მიუთითებს რამდენად იურიდიულად გაუმართავია აღნიშნული საქმე.

“მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს, თავისთავად რომ ის პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას პრეზიდენტობის დროიდან მხოლოდ პიჯაკები დარჩა.

„არის კონკრეტული თემები, მაგალითად ტაილანდში იმგზავრა სააკაშვილმა, როგორ გაბედა და ტაილანდში იმგზავრაო. ჩვენ მაშინ მოვიწვიეთ ოკეანის კუნძულების ხელმძღვანელები და დიახ, გადავეცით მათ, მათ შორის საჩუქრები, რადგან რუსეთი ხალხს ყიდულობდა. ჩვენ ახლა რუსეთს ვერ შევეჯიბრებოდით, არც იმის ფული მქონდა, ჯიბიდან ამომეღო და მიმეცა მათთვის, ამიტომ ერთადერთი რაც შეგვეძლო, შევხვედროდით სადმე სადილზე კონფიდენციალურად, რადგან მათაც ეშინოდათ. ამაზე ახლა არ უნდა ვლაპარაკობდეთ, დღევანდელი მთავრობის, პრემიერის, პრეზიდენტის ხარჯები რატომღაც გასაიდუმლოებულია. მე ზუსტად ისე ვხარჯავდი რაღაცებს, როგორც ესენი. რატომ არის მათი ხარჯები გასაიდუმლოებული და ჩემი აღარ არის. მე პიჯაკი წავიღე, აგერ მაქვს, გეუბნებოდით, რომ მინდოდა მოცემა და არ წაიღეთ. ამ პიჯაკების გარდა მე სახლში არაფერი დამრჩენია. სახლიც არ დამრჩა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშია: ივანიშვილის რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდება მაშინ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება არჩევნების გზით
შემდეგი სტატიაDRI თვალსაზრისი: რა ფორმებით ელოდება აფხაზეთს რუსული წნეხის გაძლიერება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან რეგიონში სტაბილურობაზე?