სპეციალურ პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

ამასთან, ურთქმელიძის თქმით, პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

„მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.

ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ურთქმელიძემ.

banner
წინა სტატიაშიუილსონის მორიგი განცხადება საქართველოზე
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი – ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“