10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “კატეგორიულად უარყოფენ” საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.

„ გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, – წერს საბა სხვიტარიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სკოლებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება
შემდეგი სტატიასამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და Rafale-ის გამანადგურებლები: ზელენსკი მაკრონს ესაუბრა