სპეციალისტები პედაგოგების ტესტირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას არ იზიარებენ
მნიშვნელოვანი
- სპეციალისტები პედაგოგების ტესტირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას არ იზიარებენ. მათი აზრით გამოცდები აუცილებელია მასწავლებელთა კვალიფიკაციისთვის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს
სხვა სტატიები
სპეციალისტები პედაგოგების ტესტირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას არ იზიარებენ. მათი აზრით გამოცდები აუცილებელია მასწავლებელთა კვალიფიკაციისთვის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს. როგორც პრემიერმა ბათუმში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, არ შეიძლება პედაგოგთა გამუდმებული გამოცდები და ტესტირებები. მისივე თქმით ხელისუფლება დიდ ყურადღებას დაუთმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და უმაღლესი განათლების ძირეულ რეფორმას.
“მინისტრს და პრემიერმინისტრს უნდა შეეთავაზებინათ ამ სისტემის რეფორმირების საკითხი, რათა ჩვენ შეგვძლებოდა განგვეხილა ეს ინიციატივა სწორედ განათლების რეფორმის კონტექსტში. დღევანდელი შემოთავაზებით რაც გაჟღერდა, მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წინა საარჩევნო კონტექსტში,“ – განაცხადა განათლების საკითხების მკვლევარმა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.