სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 6 წელი გავიდა

ინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსმა – გრიგოლ ლილუაშვილმა, 2017 წლის 21-22 ნოემბერს
ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის –
ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და
მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ივანე გოლაშვილი, 2017 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა
და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვუერთდებით სანქციებს და ყოველთვის ეს დამოკიდებულება გვექნება