სპეცდანიშნულების რაზმი მალიში სასტუმროს შეტევაზე გადავიდა და 80 მძევალი გაანთავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმი მალიში სასტუმროს შეტევაზე გადავიდა და 80 მძევალი გაანთავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმი მალიში სასტუმროს შეტევაზე გადავიდა და 80 მძევალი გაანთავისუფლაუკანასკნელი მონაცემებით, სასტუმრო Radisson Blu-დან, რომელიც შეიარაღებულმა ტერორისტებმა დილით დაიკავეს, 80 მძევლის განთავისუფლება უკვე მოხერხდა. რამდენიმე საათის წინ სპეცდანიშნულების რაზმი სასტუმროს შეტევაზე გადავიდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით სამი მძევალი მოკლულია.

დილითვე, სასტუმროდან ტერორისტებმა რამდენიმე მძევალი გამოუშვეს, რადგანაც ისინი მუსლიმები აღმოჩნდნენ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მობილიზებული იქნა ადგილობრივი პოლიცია და ჯარი.
სხვადასხვა ინფორმაციით, სასტუმროში დაახლოებით 10 შეიარარებული ტერორისტი იმყოფება. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ყვიროდნენ “ალაჰ აკბარ”.
“ისინი მაშინ მოვიდნენ, როცა ეზოს ვასუფთავებდი. მათ მანქანას დიპლომატიური ნომრები ჰონდა და თვითონ ნიღბებში იყვნენ. სასტუმროს კარებთან მათ დაცვა გააჩერეს და სროლა დაიწყეს. ჩვენ ამ დროს გავიქეცით” – ყვება სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი.

“არ ვიცი რამდენი იყვნენ. სავარაუდოდ, 13. მათ სასტუმროს კარებთან დაცვის სამი თანამშრომელი დაჭრეს. დაცვის ბიჭები დაცვის ფირმიდან არიან, და არა ჯარისკაცები” – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

კატარის ტელეკომპანია ალ-ჯაზირამ სასტუმროზე თავდამსხმელები ამოიცნო. მათი თქმით, ისინი დაჯგუფება “ანსარ ად-დინ”-ის (რწმენის დაცვის ფრონტი) წევრები არიან. ტელეკომპანიის თქმით, დაჯგუფება ექსტრემისტული სამხედრო ნაწილია, რომელიც მალიში შარიათის კანონების გავრცელებას ემსახურება.

banner
წინა სტატიაში“მალი-სთაილი”- როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მოდის მიმდევრები? (ფოტოები)
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან არანაირი პოლიტიკური კონსულტაციები არ ჰქონია