4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

SpaceX-მა უკრაინის სამხედროებისთვის Starlink-ის გამოყენება შეზღუდა — კავშირი მაღალი სიჩქარით მოძრაობისას წყდება

ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, 14 ოქტომბრის ღამეს Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი ბესკრესტნოვი, მოხალისე სერგეი სტერნენკო, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ფრონტის ხაზზე მყოფ წყაროებზე დაყრდნობით და კირილ ბუდანოვთან დაახლოებული Telegram-არხი Ukraine Context იუწყებიან.

სტერნენკოს ინფორმაციით, Starlink-ის კავშირი 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას წყდებოდა, რის შედეგადაც, მისი თქმით, „რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისია ჩაიშალა“.

სტერნენკოს ვარაუდით, შესაძლოა, SpaceX-მა შეზღუდვები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით დააწესა.

შეზღუდვების დაწესება სერგეი ბესკრესტნოვმაც დაადასტურა. მისი განმარტებით, შეზღუდვა StarShield-ის სამხედრო პაკეტს ეხება. ამასთან, უკრაინელი სამხედროები ახალი შეზღუდვების შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

„აშკარაა, რომ ეს ქმედება შემთხვევითი ვერ იქნება და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება“,- წერს ბესკრესტნოვი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას დააჩქარებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
შემდეგი სტატიათენგო თევზაძე: „ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ივანიშვილის მცდელობაა, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დაამყაროს“