თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირდაპირი ჩართვის დროს, როცა საუბარი შეეხო 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ე.წ. პატარა ოთახში , მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, სრულიად მარტო იყო, რასაც კომისიის წევრი სოზარ სუბარი არ დაეთანხმა:
“იმ პატარა ოთახში ბევრი ადამიანი შედიოდა და გამოდიოდა, მათ შორის, მეც…”, – რაზეც გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
“სოზარს ახლა დავალება აქვს და უბერავს… გააგრძელე, სოზარ, გააგრძელე, უბრალოდ, როცა ტყუი, ენა გებმის და გეტყობა ხოლმე…”
“ახლა ხომ ნახდეთ, რომ არ ვტყუი…”
“კი, ვნახე…”
“ანუ, იყვნენ?…”
“მე ეს არ მითქვამს… ოთახში მე მარტო ვიყავი, მაგრამ იქ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ნაცები, არადეპუტატები, რომლებიც თქვენ შემოუშვით… თქვენი ძმაკაცენბბი არიან ისინი, თქვენ გეცოდინებათ ვინაობაც, მე ასე არ მახსოვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

















