სოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

news
ავტ.: news ივნისი 22, 2016 11:21

სოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ კომპლექს “დირსის” ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა.

საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

სოზარ სუბარის თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით 100 დევნილ ოჯახს ბინები თბილისის ზღვაზე მდებარე “ოლიმპიურ სოფელში” გადაეცემა.

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე 561 დევნილ ოჯახს გადაეცა.

სამინისტრომ “დირსის” კორპუსებში 30 2-ოთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა.

news
ავტ.: news ივნისი 22, 2016 11:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics