სოზარ სუბარის განცხადებით, გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე
შემდეგი სტატიაოფიციალური მინსკის ვერსიით RyanAir-ში ნაღმის შესახებ ინფორმაცია “ჰამასისგან” მიიღეს