სოზარ სუბარი : „არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე”

„ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებებს პოლიტიკური მიზეზით, აბსურდულად მიიჩნევს დევნილთა და განსახლების მინისტრის. სოზარ სუბარმა რჩეულიშვილების ბრალდებებს პასუხი გასცა. რომელიც სხვადასხვა უწყებებს შორის დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ ერთი თვის წინ დაწერილ საჩივარს შეეხებოდა. სოზარ სუბარი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში „ცენტრ პოინტმა“ გაიმარჯვა, თუმცა, იმის გამო, რომ შესაბამისი საბუთები არ იქნა წარმოდგენილი, შეთანხმება გაუქმდა. მინისტრი კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს და სამშენებლო კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე. ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს. ოთხი წლის წინ და მანამდე, სააკაშვილის დროს, ძიებები მიდიოდა, იმედია, ჩემი ბრალი არ არის. მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით, ხოლო როცა ვუთხარით, რომ ვყიდულობთ ამ კორპუსში ბინებს დევნილებისთვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი და გვერდით რომ ავაშენებ, იმაში მოგყიდითო და იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და ბუნებრივია თავს არ მოვატყუებინებდით. მეორე ორ სართულიანი კორპუსი მოიგო სადღაც ამერიკის საელჩოსთან, თითქმის დამთავრებული იყო მშენებლობა, დიდი სიამოვნებით ვიყიდდით, ვერ წარმოადგინა საბუთი –  არის თუ არა მისი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაკოჯორში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბიუსტი აღმოაჩინეს