სოზარ სუბარი : უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე

უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა, უფრო მაღალი დონის იყოს ეს შეხვედრები.

„ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი,“- დასძინა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა