სოზარ სუბარი – შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად

შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა შეაფასოს, რა ჰქვია უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, – გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი.

“მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.
დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს”-წერს სუბარი.

banner
წინა სტატიაშიგეგელია: ლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე: საარჩევნო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოთხ რაუნდზე იყო შეთანხმებული, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული